კოვიდ19-ს რუსთაველი ქალი ემსხვერპლა

2021-01-11 21:56:54

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 80 წლის ქალია. ის მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მათთან ქალი დადასტურებული კოვიდით 31 დეკემბერს შეიყვანეს.

ინფიცირებულს კორონავირუსთან ერთად მოციმციმე არითმია ჰქონდა. ვირუსმა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები