„რომ არ გვინდა მესამე ტალღა, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცოტა კიდევ გავუძლოთ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლსი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა ზაფხულის პერიოდამდე მშვიდად მივიდეთ.
„რაც შეეხება მესამე ტალღას, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში პრაქტიკულად მესამე ტალღა ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ის, რაც ჩვენ გვქონდა, ყველასთვის მეორე და ჩვენთვის პირველ ტალღაზე ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში, ჩვენმა სისტემამ გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ავადობას ასი ათას მოსახლეზე. სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ მაინც გაუძლო. სამწუხაროდ, ხედავთ ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.
რომ არ გვინდა იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას „გავუძვრებით“ და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“,-განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, შეზრუდვები პირველ თებერვლამდე გრძელდება. რეჟიმის გაგრძელება ეხება როგორც ტრანსპორტს, ასევე ეკონომიკას.