თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომღერალი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციას უარყოფენ იმ კლინიკაშიც, სადაც წიკლაური მკურნალობის კურსს გადის.
როგოცრ “ინფო რუსთავმა” გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაარკვია, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომრეობა ბოლო რამდენიმე საათში გაუარესდა. პაციენტი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინფორმაციისთვის, თემურ წიკლაური კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.