გლდანში, მე-7 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 16 წლის ახალგაზრდაა.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
მომხდარის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.