"დისტანციამ, ჰიგიენამ, სწავლის შეწყვეტამ იმოქმედა"

2021-01-10 15:21:48

სეზონური გრიპით ჯერჯერობით რუსთავის ბავშვთა საავამყოფოსთვის არცერთ პაციენტს არ მიუმართავს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა განუცხადა.

როგორც აბულაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, პაციენტების ნაწილს კორონავირუსი უდასტურდება, მეორე ნაწილს კი გაციება აღენიშნებოდა.

"ჯერჯერობით არ დაწყებულა სეზონური გრიპი. შარშან ამ დროს უკვე იყო, საკმაოდ ბევრი პაციენტი შემოდიოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ფიქსირდება. დისტანციამ, ჰიგიენის დაცვამ ყველაფერზე იმოქმედა. სკოლებში, ბაღებში სწავლა არაა, კონტაქტი არ არის, გადაცემის ჯაჭვი შეწყვეტილია. ამან იმოქმედა იმაზე, რომ ნაკლებად ავადობენ ბავშვები. ვერ ვიტყვით ამ ეტაპზე ნამდვილად, რომ სეზონური გრიპი დაიწყო. ვინც მოდის ცხელებით ან უდასტურდება კოვიდი, ან აქვს ვირუსული ინფექცია, მაგრამ ესეც ერთეულ შემთხვევებში", - აცხადებს მარინა აბულაშვილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები