CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

2021-01-10 00:23:47

რუსთავში, ერთი ოჯახის 5-მა წევრმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით 28 და 27 წლის და-ძმა და მათი შვილები მოიწამლნენ. ინტოქსიკაცია 7, 8 წლის და 3 თვის ბავშვებმა მიიღეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ოჯახი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მათ უკვე აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ბინაზე გაწერეს.

"იყო ოჯახური, ჯგუფური შემთხვევა. საშუალო სიმძიმის პაციენტები იყვნენ, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად სახლში არიან გაწერილები", - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები