რუსთავში კოვიდ19-ით ქალი გარდაიცვალა

2021-01-08 18:22:11

რუსთავში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 71 წლის ქალი მკურნალობის კურსს "კლინიკა რუსთავში" გადიოდა.

როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს თანმხლები დაავადება, უფრო კონკრეტულად კი თირკმლის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 46 პაციენტს.

კერძოდ, 39 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 161 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.

კლინიკა “რუსთავში” კი სწრაფი ტესტით 17 პირი გამოიკვლიეს, მათგან 7-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI