რუსთავში გზების რეაბილიტაცია იგეგმება

2021-01-08 17:10:43

რუსთავში შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნულ სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობებში ვკითხულობთ, რომ პროექტის ფარგლებში, რჩეულიშვილის (2, 4, 6, 2ა, 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16), ჯავახიშვილის (1, 3, 5, 7, 3ა, 5ა), ლევ ტოლსტოისა (1, 3, 5, 7, 7ა) და ბერიტაშვილის ქუჩების მიმდებარედ (2, 4, 6, 8, 6ა) ბეტონის საფარისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მოხდება.

პროექტის პირველადი ღირებულება 1 732 122 ლარია.

ელექტორნული ტენდერში წინადადებების მიღება 27 დეკემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოების შესასრულებლად 120 კალენდარული დღე ექნება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI