4 გარდაცვლილი და 14 დაშავებული [photo]

2021-01-07 11:49:19

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალია და ის  კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთაგანია, რომლებიც სამოქალაქო ოფიცრებს დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაიჭრა ქალი, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დანარჩენი სამი კი ჭყლეტვაში მოყვდა და გარდაცვლილს შორის მათ შორის ერთი ქალია, 2 მამაკაცი.

დაშავდა მეტროპოლიტენის პოლიციის 14 თანამშრომელი. 2 მათგანის სამედიცინო დაწესებულებასი გადაყვანა გახდა საჭირო.

52 პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს, მათ შორის 47 კომენდანტის საათის დარღვევის გამო.

ვაშინგტონში, 21 იანვრამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. საღამოს 6 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

დონალდ ტრამპმა არეულობის შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა და მათ დაშლისკენ მოუწოდა. ვიდეო მიმართვაში ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ დემოკრატებმა მას არჩევნები გაუყალბეს. Youtub-მა, Facebook-მა და Twitter-მა მისი მიმართვა სოციალური ქსელები წაშალეს, რადგან ის არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ ფაქტებს შეიცავდა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

კაპიტოლიუმის შენობასთან შეკრებილების ნაწილმა პოლიციის ბარიკადები გაარღვია და შენობაში შეიჭრა. შენობაში კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები