უბედური შემთხვევა

2021-01-07 11:15:38

საჩხერის მუნიციპალიტეტში კისტის თოფიდან გასროლის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნათესავები კისტის თოფით თამაშობდნენ. ერთ-ერთმა გაისროლა,  ტყვია რვა წლის ბავშვს მოხვდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება   სსკ-ის 116-ე მუხლით  დაიწყო,  რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.