საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა

2021-01-06 19:17:47

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს და საფრანგეთის ყოფილ მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა.

1 იანვარს გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია:

"ბიძინა ივანიშვილი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი" - ასე არის "ოცნების" თავმჯდომარე სიაში მოხსენიებული.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ივანიშვილის მსგავსად, ეს ტიტული ასობით სხვა პირმა მიიღო.