"რეინფიცირება ძალიან საინტერესო საკითხია"

2021-01-06 18:23:23

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მსოფლიო ლიტერატურაში კორონავირუსით რეინფიცირების ორ ათეულამდე დადასტურებული შემთხვევა გამოქვეყნდა. ამის შესახებ იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ინფორმაცია მოძიებულია და მუშაობა მიმდინარეობს.

„რეინფიცირება ძალიან საინტერესო საკითხია. ამაზე კომუნიკაცია მსოფლიოში არსებობს. იქ არის მსოფლიო ლიტერატურაში ორ ათეულამდე დადასტურებული შემთხვევა, რაც გამოქვეყნდა. ჩვენთანაც მოძიებულია ასეთი შემთხვევები და ამისათვის საჭიროა მოიძიოს, როცა ადამიანს პირველად დაუდასტურდა მაშინდელი ნიმუში და როცა მეორედ დაუდასტურდა მაშინდელი ნიმუში. მერე კი მოხდეს, ამ ნიმუშების გენეტიკური ანალიზი, რომ დამტკიცდეს ეს ნამდვილად არის თუ არა კორონავირუსი და ერთმანეთისგან განსხვავდებიან თუ ზუსტად ერთნაირები არიან“, - განაცხადა იმნაძემ.