დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ორსულებისთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი,.
მთავარი ეპიდემიოლოგი ორსულებს მოუწოდებს, რომ გრიპის ვაქცინა გაიკეთონ.
„მაღალი რისკის ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, აცრასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ სეზონი გრძელდება. თუმცა, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი ძალიან არ არის აქტიური. თითქმის მთელ ევროპაში ლოქდაუნებია, ყველა პირბადით დადის, იცავენ დისტანციას, ეს გრიპისგან თავდაცვაც არის.
მაგრამ, ორსულებისთვის გრიპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, შესაბამისად მათ მოვუწოდებ, გრიპზე აიცრან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.