ავარიას 28 წლის გოგო ემსხვერპლა

2021-01-05 20:37:57

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი სატვირთო შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 28 წლის გოგო, გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.