31-ში ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო, მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები საშუალო შემოსავლის ადამიანებს ძალიან აზარალებს, ამიტომ დამაზიანებელი შეზღუდვები სწრაფად უნდა მოიხსნას.
“პირველიდან თუ 31-დან დაწყებული, ის ადამიანებიც კი, ვინც მოუწოდებდნენ კიდეც, რომ არ იყოს სოციალური აქტივობა და სახლიდან მოვულოცოთ ერთმანეთს, ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. თან უმრავლესობა მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს.
იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება იგივე საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა, ძალიან აზარალებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს. ვინც მდიდარია და შემოსავალი აქვს, ის მანქანით გადაადგილდება. ამიტომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფი მოხსნა, ეს საზოგადოების ინტერესებში შედის”, – განაცხადა იმუნოლოგმა.