რუსთავში მეზობელმა ახალგაზრდებს უჩივლა

2021-01-17 11:54:53

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, გადაჭარბებული ხმაურის გამო მეზობელმა მეზობელს უჩივლა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ახალგაზრდები საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენდნენ, რის გამოც, მეზობლად მცხოვრები ოჯახი რუსთავის მერიას დაუკავშირდა და  ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილზე გამოიძახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდებმა გაფრთხილება მიიღეს და მათ მიმართ სანქცია არ გამოწერილა.

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები