კოვიდ19-ის კიდევვ ერთი მსხვერპლი რუსთავში

2021-01-02 17:16:36

რუსთავში კორონავირუსული ინფექციით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია.

კოვიდინფიცირებული მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მამაკაცს თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. ბახტაძის ინფორმაციითვე, კოვიდ19-მა მკურნალობის ბოლო პერიოდში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დაამძიმა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ინფორმაციისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში კორონავირუსული ინფექციის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 12 ახალი შემთხვევა  N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, 5 კი კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში დადასტურდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები