კლინიკა რუსთავში ალკოჰოლური ზედოზირებით 4 პაციენტი მოათავსეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, სადღესასწაულო დღეებში, ალკოჰოლის ჭარბად მიღების გამო გამოწვეული ინტოქსიკაციით, საავადმყოფოში 3 ქალი და 1 მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტების ასაკი 35-დან 45 წლამდე მერყეობს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალბატონს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფა.
"კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება იქნა აღმოჩენილი და უკვე ბინაზე, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერნენ.
სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტიც.