ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-01-02 00:52:44

ავტოსაგზაო შემთხვევა კაჭრეთში მსხვერპლით დასრულდა.

მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

ავტომობილში მსხდომთაგან 2 ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ხოლო 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.