რუსთავში ახალგაზრდამ თითი დაკარგა

2021-01-01 13:54:31

რუსთავში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო 21 წლის მამაკაცმა საჩვენებელი თითი დაკარგა. მამაკაცი კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული.

პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს მოწყვეტილი ჰქონდა ცერა თითიც, თუმცა, როგორც კლინიკა "რუსთავის" ანგიოქირურქიული მიმართულების ხელმძღვანელმა, მინდია ბოცვაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქირურგიული ჩარევის შედეგად თითის აღდგენა მოხერხდა.

სამედიცინო დაწესებულებაში ცერა თითი აღუდგინეს 35 წლის პაციენტსაც.

"ორივე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ორივე პაციენტს შეუნარჩუნდა ცერა თითი, ერთმა პაციენტმა კი საჩვეებელი თითი დაკარგა. საჩვენებელი თითი ისე ჰქონდა მოწყვეტილი, რომ კვალი არ იყო არაფრის ზედ, ძვალი იყო გაშიშვლებული და ცოცხალი ქსოვილი არ ჰქონდა, შესაბამისად, იმ თითის შენარჩუნება ვერ მოხერხდა", - აცხადებს მინდია ბოცვაძე.

რუსთავში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო 4 პირი დაშავდა. დაშავებულები 15, 21, 28 და 35 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულთა ნაწილმა სამედიცინო დაწესბულებები უკვე დატოვა.
 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები