ვინ არის პირველი რუსთაველი რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

2021-01-17 00:08:30

პირველი რუსთაველი, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაიტარა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა აბულაძეა.

აბულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ მარტის თვეში გაემგზავრა და კოვიდპანდემიიდან შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა, თუმცა, როგორც ჩანს, ის აღმოჩნდა პირველი საზღვარგარეთ მყოფი რუსთაველი, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაიტარა.

როგორც მამუკა აბულაძემ "ინფო რუსთავს" უამბო, მან ნიუ ჯერსიში ვაქცინის პირველი დოზა დეკემბრის თვეში გაიკეთა, მეორე დოზა კი 19 იანვარს უნდა გაიკეთოს.

პირველი ვაქცინირებული რუსთაველი ამბობს, რომ მას პროცედურის შემდგომ არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია და თავს ძალიან კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი კორონავირუსით დანფიცირებული არ ყოფილა.

"რა არის აცრაში ცუდი? მხოლოდ ის რომ ახალია და ვაი არ ვიცით როგორი იქნება შედეგები? უკუჩვენებისგან დაზღვეულია ყველა მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი ადამიანი. უნდა აიცრან მოქალაქეები, ცუდი ისაა, რომ სამ თვეში იქნება საქართველოში", - აცხადებს მამუკა აბულაძე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში "მოდერნასა"-სა და "ფაიზერის" ვაქცინებია დამტკიცებული.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები