2020 წლის ბოლო დღე რუსთავის ქუჩებში [photo]

2020-12-31 15:52:41

2021-ის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. როგორც წესი, მოსახლეობა ამ დღეს უკვე შეძლებისდაგვარად მომზადებული ხვდება, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს "წლის ბოლო საქმეებიც", რომელიც სადღესასწაულო სამზადისში აუცილებლად 31 დეკემბერს შესასრულებელია.

და რა არის ბოლო აკორდი საახალწლო სამზადისში, თუ არა შოთის პურის შეძენა? ამაზე მეტყველებს ის რიგები, რომელიც რუსთავში არსებულ პურის საცხობებთან დგას.

გარდა ამისა, რიგებია ბანკომატებთან. სავარაუდოდ, ბანკომატებთან რუსთაველების მიერ წლის ბოლო ტრანზაქციების განხორციელება ხდება.

მცირე რიგები შეინიშნება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთანაც. როგორც ჩანს, მათ, ვისაც საახალწლო საჩუქრების შეძენა აქამდე ვერ მოახერხეს ან სურთ სადღესასწაულო აქციებით ისარგებლონ, ამისთვის წლის ბოლო დღის გამოყენება მოუხდათ.

ხალხმრავლობა შეინიშნება ე.წ. სტამბოლის ბაზრის გარე პერიმეტრზეც, სადაც, ძირითადად, პიროტექნიკისა და სურსათის რეალიზება ხდება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები