რუსთავში კოვიდ19-ით 2 პაციენტი გარდაიცვალა

2020-12-30 18:39:55

რუსთავში კორონავირუსული ინფექციით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ, "ინფო რუსთავს" განუცხადა 82 წლის მამაკაცს კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

მეორე გარდაცვლილი 60 წლის ქალია. ის მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.

გაიზარდა რუსთავში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო 24 საათში ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 20 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ხოლო 2 კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები