ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაგისტრალზე "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს გაჩერებულ ავტომობილს კი უკნიდან ასევე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ავტომობილები ინერციით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 ახალგაზრდა დაშავდა, მათი გადაყვანა უახლოეს საავადმყოფოში მოხერხდა.