საახალწლო სამზადისი კულმინაციურ ეტაპზეა, ახალ წლის დადგომამდე 2 დღეა დარჩენილი.
რუსთავის აგრარული ბაზრები, დიდი თუ პატარა სუპერმარკეტები პანდემიის მიუხედავად ხალხითაა გადაჭედილი.
საინტერესოა რა ღირს პროდუქტები, რომლებიც საახალწლო სუფრის გასაწყობად დაგჭირდებათ.
ნიგოზი - ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, რომლითაც ბევრ კერძს ვაკეთებთ. 1კგ ნიგოზის ფასი ბაზარსა თუ სუპერმარკეტებში 18 ლარიდან იწყება და 32 ლარამდე ადის.
ღორის ხორცი - შემწვარი გოჭი და ზოგადად ღორის ხორცი, ნიგოზივით ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. 1კგ-ს ფასი 12 ლარიდან იწყება.
ძროხის ხორცი - 1 კგ-ს ფასი 17 ლარიდან იწყება.
თევზი - მისი ფასი სახეობების მიხედვით განსხვავებულია, საშუალოდ თევზის ფასი 12- ლარიდან იწყება.
ქათმის ხორცი - 1კგ-ს ფასი საშუალოდ 6 ლარია.
ცოცხალი ინდაური - 70 ლარიდან იწყება მისი ფასი და 90 ლარამდეც ადის
კიტრი - 1კგ 4-დან 6 ლარამდე.
პომიდორი - 4,5-დან 7-ლარამდე.
ყველი - 1კგ 13 ლარი.
ხილი:
ვაშლი - 1კგ-ს ფასი 1,5-დან იწყება და 3,5-ლარამდე ადის.
მანდარინი - 1კგ 2 ლარი.
ფორთოხალი - 1კგ 2,5 ლარი.
კივი - 1კგ-ს ფასი 2,5-ლარიდან იწყება.
მსხალი - 1 კგ-ს ფასი 2-ლარიდან იწყება.
ბანანი - 1კგ 3.5-ლარიდან იწყება.
ანანასი - 1კგ 6 ლარი.