ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-12-29 17:13:09

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ვირუსით ინიფიცირება სწრაფი ტესტით დაუფიქსირდა და მალე "პისიარ" ტესტით გადამოწმების შედეგებს ელოდებიან.

როგორც ცენტრში აცხადებენ, გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება.