მთავრობის გადაწყვეტილება

2020-12-29 11:24:03

საქართველოში რეგისტრირებული 1 700 000 აბონენტიდან 1 600 000 აბონენტი ელექტრო ენერგიაზე გაძვირებულ გადასახადს 2021 წლის განმავლობაში არ გადაიხდის, -  ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"2021 წელს ჩვენი მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილს ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. საქართველოში სულ არის 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000 აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების ოჯახების სრულად იქნება ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე სუბსიდირებული", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გახარიამ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, ისე საექსპერტო საზოგადოება ტარიფის ზრდას ელოდება.

„ამ დროისთვის ჩვენს პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც როგორ საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოაგდოება ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი", - განაცხადა გახარიამ.