ამერიკაში, ტენესის შტატის ქალაქ ნიუ თეზველში 7 წლის ბავშვმა 2 წლის და დაწვას გადაარჩინა.
საღამოს 10 საათისთვის კრის და ნიკოლ დევიდსონებს სამ მცირე წლოვან შვილთან ერთად სახლში ეძინათ. ნიკოლი კვამლის სუნმა გამოაღვიძა, რამდენიმე წუთში კი აღმოაჩინა, რომ მისი სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მან და მისმა მეუღლემ სახლიდან 2 მცირე წლოვანი შვილის გაყვანა მოახერხეს, თუმცა წლისა და 10 თვის ერინი ცეცხლმოკიდებულ სახლში დარჩა.
"კვამლი და ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლიდან ერინის გამოყვანა ვერ მოვახერხე. გარეთ გავედით, რომ ის ფანჯრიდან მაინც გადმოგვეყვანა, თუმცა მე ვერ შევძლებდი ფანჯრიდან ოთახში შესვლას. სწორედ ამიტომ ილაის ხელი მოვკიდე, ის ფანჯრიდან ოთახში შევიდა და მისი და აკვნიდან ამოიყვანა", განუცხადა ჟურნალისტებს კრის დევიდსონმა.
მაშინ, როცა შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ დევიდსონების სახლი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. შემდეგი დღისთვის კი სახლისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
"ვფიქრობდი, რომ ამას ვერ შევძლებდი. თუმცა ცოტახანში მამას გავძახე, რომ ჩემი დის აყვანა მოვახერხე. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, რომ ჩემი და მომკვდარიყო",- განუცხადა CNN-ს 7 წლის ილაიმ.