რუსთავში კოვიდ19-ით 50 წლის კაცი გარდაიცვალა

2020-12-28 20:51:38

რუსთავში კორონავირუსით 50 წლის კაცი გარდაიცვალა.

მამაკაცი მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ინფიცირებული კლინიკაში დადასტურებული კოვიდით 20 დეკემბერს შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

რაც შეეხება ქალაქში ინფიცირების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში კოვიდ19 კიდევ 57 ადამიანს დაუდასტურდა.

56-ს ახალი შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა. ხოლო 1 კლინიკა რუსთავში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები