2020-12-28 17:26:00
მარნეულში, სამარშრუტო მიკროავტობუსში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.