ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა

2020-12-28 15:38:03

ელენე ხოშტარიამ პარტია ევროპული საქართველო დატოვა.

"ვიწყებ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს"- ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება“, -განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არ გამხდარა კონფლიქტი ან რაიმე სახის დაპირისპირება თანაგუნდელებთან.