3 იანვრიდან იგივე შეზღუდვები რჩება ძალაში, რომელიც გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ ეს შემსუბუქება იქნებოდა. სახეცვლილი, ანუ როგორც 2 თვიანი გეგმით გამოცხადდა ისე - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
კითხვის საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა 3 იანვრის შემდგომ შეზღუდვების გამკაცრება მოხდეს, გამყრელიძე აცხადებს, რომ: "ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუციაზე".