ხმაური ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე

2020-12-28 11:42:09

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.

როგორც ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, 30 წლამდე მამკაცმა დაზიანებები ყელის არეში, ცივი იარაღით მიიყენა.

თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ ახალგაზრდა კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები