კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-27 17:41:40

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

11 პირს ვირუსი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 43 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 11-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

საეჭვო შემთხვევებზე ლაბორატორიულ კვლევაზე 7 პირის PCR ტესტი იყო გადაგზავნილი, ყველა მათგანი უარყოფითია.

4 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში". როგორც საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში განუცხადეს, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 17 პირი გაიტესტა, საიდანაც 4-ს ვირუსი აღმოაჩნდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები