რუსთავში, შარტავას გამზირზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ჟიგული"-ს მარკი ავტომობილში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველი სამსახურის ეკიპაჟები, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილში ცეცხლი სავარაუდოდ სადენებს გაუჩნდა.