საახალწლო სამზადისი რუსთავში [video]

2020-11-27 15:03:13

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება, რუსთაველების ნაწილი დღესასწაულის მოლოდინშია და სადღესასწაულო სუფრის გაშლაზე ფიქრობს.
[ვიდეო/video]

ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღითიდღე მატულობს მოვაჭრეთა რაოდენობა.

უხვად იყიდება ხილი, ბოსტნეული  და სხვა ათასი წვრილმანი. მოსახლეობა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტი წინასწარ მოიმარაგოს.

ნახეთ ინფო რუსთავის მიერ გადაღებული კადრები, თუ რა ხდებოდა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მე-12 მიკრორაიონში, ე.წ სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.