ამირან გამყრელიძე COVID-19-ის ახალი შტამის კვლევაზე

2020-12-27 13:31:38

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოსავლენად კვლევა ერთი პაციენტის შემთხვევაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეჭვი კიდევ ორ პაციენტზეა, რომლებსაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებათ. გამყრელიძის თქმით, კვლევის დასრულებას 4-5 დღე სჭირდება.

"გენომის სეკვენირების დასრულებას 4-5 დღე სჭირდება, [პასუხისთვის] ვივარაუდოთ მომავალი კვირის ხუთშაბათი-პარაკსევი". – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.