ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
"ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა. დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის",- დაწერა სოციალურ ქსელში გვარამიამ.
ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან მუშაობდა ტელევიზიაში ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
შეგახსენებთ, რომ ვაშაყმაძე მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დედაა.