თურქეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო. მიწისძვრა თურქეთში ადგილობრივი დროით 09:37 საათზე მოხდა.
ნგრევის და ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.