გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 33 ადამიანს კოვიდ19 დაუდასტურდა.
კერძოდ, 27 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 89 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 18-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 9 შემთხვევა კი, გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი "პისიარ" ტესტით გამოვლინდა.
კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 12 პირი გამოიკვლიეს, მათგან 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.