რუსთავის მერმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა [photo]

2020-12-26 21:55:45

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა და ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო ტკბილეული პირადად გადასცა.

"ტრადიციულად საახალწლო ნაძვის ხესთან ურიგდებოდათ ამ ოჯახებს სხვადასხვა საახალწლო ტკბილეული, წელს პანდემიის გამომ ეს ღონისძიება ვერ გაიმართა და გადავწყვიტეთ პატარებისთვის პირადად მიგვეტანა. ამით ვაგრძელებთ იმ კამპანიას, რომ მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დგას იმ რუსთაველების გვერდით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს", - განაცხადა რუსთავის მერმა.

სადღესასწაულო საჩუქარი 245 მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ 1049 ბავშვზეა გათვალისწინებული. ბავშვების ნაწილს ტკბილეული ხვალ დაურიგდება.