ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვესა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებულ "ნისანის" მარკის მსუბუქ მანქანას დაეჯახა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთ-რთი რამდენიმე თვის ბავშვია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.