რუსთავში, უსახელო ქუჩებს სახელები მიენიჭება. ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც სხდომაზე გაირკვა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით მოხდება.
კერძოდ:
სანაპიროს და ქუჩიშვილის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის - "ელენე ახვლედიანის" სახელი მიენიჭება;
მხატვრისა და ნოვატორის - "დავით კაკაბაძის" სახელი ექნება სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას;
XVIII - XIX მიკრორაიონების, კერძო დასახლებისა და მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩა ქართველი სასულიერო მოღვაწისა და მწერლის - "გრიგოლ ხანძთელის" სახელობის იქნება.
ასევე, სახელი გადაერქვა VII და VIIა მიკრორაიონების შორის არსებულ კიროვაკანის ქუჩას და "აფხაზეთის" ქუჩის სახელი მიენიჭება.
რუსთავის მერიამ საკრებულოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონიძსიებების განხორციელება 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.