რუსთავში კოვიდ19-ით ქალი გარდაიცვალა

2020-12-24 20:12:43

რუსთავში კორონავირუსით 74 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ქალი მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავის" რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები, კერძოდ კი, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ანემია აღენიშნებოდა.

სამედიცინო დაწესებულებაშში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდ19-ით გამოწვეულმა სუნთქვის მწვავე უკმარისობამ უკიდურესად დაამძიმა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ინფიცირებული პაციენტი კლინიკა "რუსთავში" 10 დეკემბერს შეიყვანეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები