რას გულისხმობს სამომხმარებლო სესხი?

2020-12-24 18:40:42

 

რას გულისხმობს სამომხმარებლო სესხი?

როდესაც გვჭირდება გაუთვალისწინებელი თანხა ან თუნდაც ახალი ნივთის შეძენას ვგეგმავთ, ვიცით, რომ გვჭირდება სესხი, თუმცა ხშირად ვიკარგებით უამრავ შეთავაზებებში და ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი სესხი უნდა ავიღოთ.

მრავალ კატეგორიას შორის, ყველაზე მოთხოვნადი სამომხმარებლო სესხია - ის მომხმარებლის თითქმის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს: სამომხმარებლო სესხით შეგიძლიათ გაარემონტოთ სახლი, იყიდოთ ახალი ავეჯი, მსხვილი და მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, იშოპინგოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინმაღაზიებში, შეიძინოთ ავტომანქანა, გადაიხადოთ სწავლის საფასური, მოიხმაროთ თანხა გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ხარჯების დასაფარად,  მოკლედ, სამომხმარებლო სესხს კონკრეტული მიზნობრიობა არ გააჩნია.

სამომხმარებლო სესხის უპრატესობა ასევე ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში იგი უზრუნველოყოფას არ საჭიროებს, მაგალითად, ვებგვერდზე tbcccredit.ge, რომელიც თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმაა, თიბისი ბანკის ნებისმერი ფილიალსა და სატელეფონო ცეტნრში, 100-დან 60 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხის მიღება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე,  სულ რაღაც 2 წუთში შეგიძლიათ.

დისტანციური არხების მნიშვნელობა დღევანდელი პანდემიის ფარგლებში კიდევ უფრო იმატებს, არავის სურს სახლიდან გასვლა და ფილალში რიგში დგომა, ამიტომ მომხმარებელი მუდმივად  ეძებს  სხვადასხვა სერვისის მიღების, მათ შორის, სესხის აღების დისტანცურ გზებს.

თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმა, tbccredit.ge  სწორედ სამომხმარებლო სესხების პალტფორმაა, სადაც ფილიალის სამომხმარებლო სესხი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. თიბისი კრედიტის სამომხმარებლო სესხი - ეს არის სესხი ნებისმიერი მიზნისთვის, 100-დან 50 000 ლარამდე და ახლა უკვე მთლი დეკემბრის მანძლზე 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხს იღებთ ახლა და გადახდას 6 თვის შემდგ იწყებთ.

სამომხმარებლო სესხის თიბისი კრედიტზე მისაღებად მომხმარებელს მინიმალური ძალისხმევა სჭირდება. საჭიროა გქონდეთ წვდომა ინტერნეტზე და რომელიმე მოწყობილობა, რომლითაც ვებგვერზე შესვლას შეძლებთ. 

განაცხადის შევსებას სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება, თუ შემოსავლის დადასტურება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ამონაწერი მარტივად ატვირთოთ ვებზე ან თუ თვითდასაქმებული ხართ, ბანკის თანამშრომლის ადგილზე ვიზიტი მოითხოვოთ - ასევე ვებიდან და შემოსავალი ამგვარად დაადასტუროთ.

თიბისი კრედიტზე სესხის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელი თიბისი ბანკის მომხმარებელი იყოს, ანუ ბანკში ერთი აქტიური ანგარიში მაინც უფიქსირდებოდეს, რათა  მომხმარებლის იდენტიფიცირება, მისი საკრედიტო ისტორიის და გადამხდელუნარიანობის შემოწმება მოხდეს.

მსესხებელი, მინიმუმ 22, მაქსიმუმ კი - 65 წლის, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მას შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეს ან ოფიციალური სახით, რომელიც ბანკში ერიცხება, ან გზავნილებისა და იჯარის სახით. თვითდასაქმებულები, რომლებიც დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევიან, ასევე შეძლებენ ვებგვერდიდან სესხის მიღებას, თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, შემოსავალი ადგილზე ვიზიტით უნდა დაადასტურონ.

RUSTAVI