საახალწლო შოპინგის პირველი დღე ისთ ფოინთში [video]

2020-12-24 18:07:31

საახალწლო შოპინგის პირველი დღე და გრძელი რიგები მაღაზიებთან. [ვიდეო/video]

თითქმის ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ სავაჭრო ცენტრები და მოლები გაიხსნა. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მოლებში ხალხმრავლობა გამოიწვია საახალწლო ფასდაკლებებია. 

დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო ისთ ფოინთში.

სასურველი ნივთის შესაძენად მაღაზიებში, მომხმარებელები დილით მივიდნენ. როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე მკაცრად კონტროლდებოდა მომხმარებელთა შენობაში შესვლის წესები, ასევე პირბადის ტარება და რიგების დაცვა. რეგულაციების შესრულებას სავაჭრო ობიექტების დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ობიექტები 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ. მაღაზიების სამუშაო საათები კი შემდეგნაირად განისაზღვრა: დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.