საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 068 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 453 მართვით სუნთქვაზეა.
თბილისში 523 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 119, იმერეთში – 226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 195 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 98, იმერეთში – 78.
ქვეყანაში ინფიცირების 19 836 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი.
24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.