24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 24 დეკემბერი +6°C, 25 დეკემბერი +6°C, 26 დეკემბერი +7°C, 27 დეკემბერი +10°C.