რუსთაველი მამაკაცი მოკლეს [video]

2020-12-24 00:48:05

თელავში რუსთაველი მამაკაცი მოკლეს [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 38 წლის ზურაბ ბენაშვილი, სოფელ ფშაველში მყოფ მეუღლესთან მის სანახავად ჩავიდა. სოფლის გზაზე, ბენაშვილსა და მისი ცოლის ძმას შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ცოლის ძმამ, სიძის მიმართ სანადირო თოფიდან 1 გასროლა მოახდინა რის შემდეგაც ბენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შსს-ში აცხადებენ რომ:

"კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს."