ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსთაველი ბავშვი დაშავდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 12 წლის გოგონა ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ლაგოდეხიდან თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.